საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12_გამოცდილების აღწერა

საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12_გამოცდილების აღწერა

იდეას, რომ გვეთარგმნა CK-12-ის სასწავლო რესურსები, ბიძგი მისცა კოვიდ პანდემიამ და ონლაინ სწავლების პერიოდში ელექტრონული სასწავლო რესურსების დიდმა საჭიროებამ. შემდგომ, როცა მასწავლებლებმა პრაქტიკაში მისი გამოყენება დაიწყეს, უკვე კარგად დავინახეთ, რომ ამ პლატფორმის გამოყენება სწავლების პროცესში არა მხოლოდ ონლაინ, არამედ უშუალოდ სკოლაშიც, ძალიან მნიშვნელოვანი და სარგებლიანი იყო. ის საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, მეტი ინტერაქციით უფრო შედეგიანი და სახალისო გახადონ სწავლების პროცესი. ორიგინალურ პლატფორმაზე ძალიან ბევრი მასალაა და ყველაფრის გადმოქართულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ ვეცადეთ, რესურსები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად შეგვერჩია. შედეგად, საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის ყველა საფეხურისთვის უკვე არსებობს წიგნები ქართულ ენაზე STEM-ის მიმართულების საგნებში, ასევე, ხელმისაწვდომია 100-მდე სიმულაცია ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს გაუმარტივებს რიგი საკითხების ახსნას. ირინა ხანთაძე I განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე,

გამოცდილების აღწერა