საგანმანათლებლოპლატფორმა ck-12-ისკარგიპრაქტიკისმქონე 5 სკოლაგამოვლინდა

საგანმანათლებლოპლატფორმა ck-12-ისკარგიპრაქტიკისმქონე 5 სკოლაგამოვლინდა

2022 წელს განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და  საერთაშორისო პლატფორმა ინიციატივით შეიქმნა “საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“.

ქსელის მიზანი CK-12-ის  რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად სკოლებთან და მასწავლებლებთან 2022 წელს 20 კონსულტანტ-მასწავლებელი იყო ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებასა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს უზიარებდნენ კოლეგებს. ჯამში, 2022 წელს CK-12-ის სკოლების ქსელმა 60 საჯარო სკოლა, 327 მასწავლებელი და 9522 მოსწავლე გააერთიანა.

საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი, რომლის მიზანიც ამ პლატფორმის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა იყო. წლის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლის სია კი ასეთია:

  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა;
  • საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლა;
  • სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ თბილისის №26 საჯარო სკოლა;
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა.

საგანმანათლებლო პლატფორმის CK-12 სკოლების ქსელში ჩართულ ხუთ გამარჯვებულ სკოლას, რომელთაც CK-12-ის დანერგვისა და გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა აჩვენეს, საჩუქრად პროექტორები და ეკარანები გადაეცათ.

საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 არის მრავალფეროვანი ბაზა (www.ck12.edu.ge), რომელზეც STEM საგნების მიმართულებით დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოებია განთავსებული. ესაა ელეტრონული მასალები, რომელთა მეშვეობითაც პედაგოგებს შეუძლიათ სასკოლო მასალის ახსნის პროცესი გაიმარტივონ და მოსწავლეებს ესა თუ ის საკითხი სახალისო და საინტერესო გზით შეასწავლონ. აქ იგულისხმება ელექტრონული წიგნები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ვიზუალური მასალა, სამეცნიერო სიმულაციები, „ფლექს ბუქები“ და ა.შ. მასალები განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პლატფორმა CK-12 უკვე 15 წელია, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში კი მისი დანერგვა გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის საერთაშორისო ფონდისა და განათლების კოალიციის ერთობლივი ინიციატივით დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში შეირჩა, ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა 15 სახელმძღვანელო. ამის შემდეგ კი მათ გავრცელებაზე დაიწყო ზრუნვა და საამისოდ, ქვეყნის მაშტაბით, არაერთი აქტივობაც განხორციელდა.

ინიციატივას ახორციელებს განათლების კოალიცია პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.